მექსიკაში ცათამბჯენი აფეთქდა

მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ხალხს
ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, მეხიკოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა აფეთქდა. 54-სართულიან ნაგებობაში მექსიკის სახელმწიფო ფლობელობაში მყოფი „პემექსის“ ნავთობკომპანიის ოფისებია განლაგებული. აფეთქებაში 32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ ხალხს, ვინც სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებებიდან ჩანს, რომ მათი ვარაუდი უფრო სარდაფში განლაგებული დანადგარების მწყობრიდან გამოსვლისკენ იხრება.

წუხელ შემთხვევის ადგილზე მექსიკის ახალი პრეზიდენტი, ენრიკე პენია ნიეტოც მივიდა. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მათ საქმის გულდასმით გამოძიებას დაპირდა.

პემექსის ერთ-ერთ ბაზაზე 2012 წლის სექტემბერში მომხდარ აფეთქებას 30 ადამიანი შეეწირა. 2010 წელს კი კომპანიის კუთვნილებაში მყოფი ნავთობსადენის აფეთქებამ 29 თანამშრომელი იმსხვერპლა.