მექსიკაში ხუთშაბათს ღამით მძლავრი მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია სულ ცოტა, 32 ადამიანი. ადგილობრივი სეისმოლოგები აცხადებენ, რომ მისი სიმძლავრე სულ ცოტა, 8.2 ბალი იყო.
მიწისძვრას ერთი მეტრის სიმაღლის ცუნამი მოჰყვა. შეერთებული შტატების სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე, რომლის ეპიცენტრი გვატემალის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა, 8.1 არ აღემატებოდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ენრიკე პენა ნიეტომ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყანაში ბოლო 100 წლის განმავლობაში არ მომხდარა. 1985 წლის მიწისძვრამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მისი სიმძლავრე 8.1 ბალი იყო.