ვერც სახლში რჩებიან და ხშირად ხელსაც ვერ იბანენ - მექსიკა პანდემიის დროს

Your browser doesn’t support HTML5

მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემიაა და ორი მთავარი წესი მოქმედებს - დარჩი სახლში და დაიბანე ხელი, ხშირად მექსიკაში ათასობით ადამიანი წყლის გარეშეა დარჩენილი. მთავრობა პრობლემას "ისტორიულს" უწოდებს და ამბობს, რომ მას ასე სწრაფად ვერ მოაგვარებენ.