სამხრეთ მექსიკის, ოფიციალური პირების განცხადებით, 1300 მიგრანტი დაკავების ცენტრიდან გაიქცა. მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, ადამიანებმა საიმიგრაციო სადგური „ნებართვის გარეშე დატოვეს“. დაახლოებით 700 მათგანი ცენტრში მოგვიანებით, საკუთარი ნებით დაბრუნდა.
ცენტრს დაახლოებით 1000 მიგრანტის მიღება შეუძლია, თუმცა ზოგჯერ აქ 3000 ადამიანს ათავსებენ. მიგრანტების უმეტესობა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასვლას ცდილობს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ამერიკა-მექსიკის საზღვარს ჩაკეტავს, თუ მექსიკა უფრო მკაცრად არ დაიცავს საზღვარს და არ შეეცდება შეაჩეროს მიგრანტები, რომლებიც შეერთებული შტატებისკენ მიემართებიან.