გერმანიის კანცლერი არ გამორიცხავს სანქციები დააწესოს გაზსადენზე, რომლითაც რუეთიდან გერმანიაში, რუსული გაზი უნდა მოხვდეს. განცხადებას ამის შესახებ, გემანიის კანცლერის პრესსპიკერი აკეთებს. მიზეზი, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაა.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2" ("ნორდ სტრიმ 2") მასშტაბური პროექტია, რომლის საშუალებითაც, გერმანიაში ექსპორტირებული რუსული გაზის რაოდენობა ორმაგდება. პროექტის 90% დასრულებულია და 2021 წლის დასაწყისიდან, გაზსადენი უნდა ამოქმედდეს.
ასევე ნახეთ: "ნოვიჩოკს მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა - რუსეთი,"- ენდრიუ ფოქსოლიპროექტის შეჩერებისკენ, კანცლერს ოპოზიცია და საკუთარი კონსერვატიურლი პარტიაც კი მოუწოდებს.
მანამდე კი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს გადახედოს "ნორდსტრიმ 2" გაზსადენის პროექტს. როგორც აღმოჩნდა, ანგელა მერკელი, პირველი დიპლომატის მოსაზრებას იზიარებს.
ასევე ნახეთ: მერკელზე "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" თაობაზე ზეწოლა იზრდებარუსი ოპოზიციონერი ლიდერი, 20 აგვისტოს მოწამლეს. ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, როცა ცუდად გახდა. თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად, ომსკში დაჯდა. ნავალნი კომატოზურ მდგომარეობაში, ომსკის საავადმყოფოს ტოქსიკოგოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს.
რუსი მედიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის უკუდურესი გაუარესება, შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოწვია. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერი სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, გერმანელმა მედიკოსებმა, დაბეჯითებით განაცხადეს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული. კრემლი ბრალდებას დღემდე უარყოფს.