ფისიქიკურ ჯანმრთელობაზე კორონავირუსის გავლენა, შესაძლოა თავად ვირუსზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ამბობს ახალი კვლევა.
კვლევა ამბობს, რომ პაციენტების ნაწილი, რომლებიც საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოხვდნენ, შფოთვის, დეპრესიისა და პოსტ-ტრავმული აშლილობით, შესაძლოა წლების განმავლობაში გაიტანჯონ.
თუმცა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მხოლოდ კორონავირუსის პაციენტებს არ ემუქრება. სამსახურების დაკარგვამ, მედიაში ჭარბად გავრცელებულმა ინფორმაციამ, იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების წესებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პაციენტების 15 პროცენტი, ვისაც სარსის (SARS) და მერსის (MERS) ვირუსები ჰქონდათ, საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, დეპრესიითა და შფოთვით 3 წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ. ეს ორი კორონავირუსი ყველაზე ახლოსაა ახალი კორონავირუსის გამომწვევ ვირუსთან სარს-კოვ-2.
"კარგი ამბავი ისაა, რომ ხალხის უმეტესობა არ იტანჯება ფსიქიკური დაავადებებით და ინტენსიური თერაპიის დატოვების შემდეგ, მათი უმეტესობა სამსახურსაც დაუბრუნდა", ამბობს ფსიქიატრი და კვლევის თანაავტორი ჯონათან როჯერსი.