„მამაცი ჟურნალისტების მხარდაჭერა, არასდროს ყოფილა უფრო მეტად მნიშვნლოვანი“ - სენატის ორპარტიული რეზოლუცია

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორპარტიული რეზოლუცია ხაზს უსვამს სასიცოცხლო როლს, რომელსაც თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა, ავტორიტარიზმის მზარდი საფრთხეების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დარღვევების დოკუმენტირებაში, ასევე დემოკრატიების ჯანსაღი განვითარების საკითხებში ასრულებს.

რეზოლუციის ინიციატორი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდენსია და მას უერთდებიან სენატორები მარკო რუბიო, ბენ კარდინი, ჯეფ მერკლი, კრის კუნსი, კრის ვან ჰოლენი, ჯიმ მორანი, ტომ ტილისი, ასევე ჯონ კორნინი. პრესის თავისუფლების დღე, 3 მაისს აღინიშნება.

რეზოლუციის ინიციატორი, სენატორი მენენდესი აცხადებს, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიის ფუნდამენტური საყრდენია და ორპარტიული რეზოლუცია ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

Your browser doesn’t support HTML5

ივლისიდან ივლისამდე - ქართული მედიის 20 წელი

„ჩვენ ვხედავთ, რომ მთელს მსოფლიოში სულ უფრო მეტი მთავრობა და ბოროტმოქმედი ცდილობს ჩაახშონ პრესის თავისუფლება, რათა თავიდან აირიდონ მამაცი ჟურნალისტების მიერ, საზოგადოებისთვის ფაქტების მიწოდება. მამაცი ჟურნალისტების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, რომელებიც ყველაფერს რისკავენ სიმართლისთვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების წინსვლისთვის, არასდროს ყოფილა ამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მოსკოვიდან ვაშინგტონამდე გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია, არა მხოლოდ ჯანსაღი საზოგადოებისთვისაა აუცილებელი, არამედ ასევე არის ჩვენი ძალისხმევის წინა ხაზზე - დავიცვათ და გავაძლიეროთ ადამიანის უფლებები და კარგი მმართველობა მთელს მსოფლიოში“ - განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ბობ მენენდესმა.

”ჟურნალისტები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ინფორმირებას ადამიანთა ტანჯვის, კორუფციისა და არეულობის შესახებ მთელ მსოფლიოში”, - აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო.

ასევე ნახეთ: საქართველო ისევ დემოკრატია-ავტოკრატიის რუხ ზონაში

„სამწუხაროდ, ისეთი ავტორიტარები, როგორებიც არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რუსეთში, ირანში, კუბაში და ნიკარაგუაში, სასტიკად არიან მომართულნი ცენზურა გაატარონ ნებისმიერ ხმაზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მათ უკუღმართ ნარატივებს. მე ვამაყობ, რომ წარმოგიდგენთ ამ რეზოლუციას და ჩემს ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებ პრესის თავისუფლებას, მთელ მსოფლიოში” - განაცხადა რუბიომ.