Daily Mail-მა მელანია ტრამპის სარჩელზე სასამართლო დავა მოლაპარაკებით მოაგვარა

დღეს, გაზეთ „დეილი მეილის“ გამომცემელმა ამერიკის პირველ ლედის მელანია ტრამპს ბოდიში მოუხადა 2016 წელს გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც გამეორებული იყო ყალბი ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს სამოდელო სააგენტო, სადაც ის მუშაობდა, სინამდვილეში ესკორტ სერვისით იყო დაკავებული.

გაურკვეველია საჯარო ბოდიშის მოხდის გარდა, რა ფინანსური კომპენსაცია გადაიხადა გამოცემამ.

ტრამპმა დისკრედიტაციის შესახებ სარჩელი თებერვალში შეიტანა და მისი ბიზნეს ინტერესებისთვის მიყენებული ზარალის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 150 მილიონ დოლარს ითხოვდა.