"საფრთხე ბელარუსის სუვერენიტეტისთვის," - ასე ეხმაურებიან დასავლეთში პუტინი ლუკაშენკოს შეხვედრას. პოლიტოლოგები ამერიკიდან და ევროპიდან ამბობენ, რომ საკითხების ნაწილი რომელზეც ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ იმსჯელეს, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩება და შესაძლოა ისეთ თემებზე იყო საუბარი, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას დააზარალებს.
"მცირე ინფორმაცია უკვე მივიღეთ შეხვედრის შესახებ. ლუკაშენკომ გარკვეული მხარდაჭერა უკვე მიიღო პუტინისგან, თუმცა აღსანიშნავია, შეხვედრამდე კრემლის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ შეხვედრაზე ხელი არ მოეწერებოდა არანაირ შეთანხმებას. მე ვფიქრობ, ეს იმიტომ განაცხადეს, რომ თუ ახლა გაფორმდებოდა შეთანხმება ბელარუსსა და რუსეთს შორის, აქციებში მონაწილეთა რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდებოდა და უფრო მძაფრი პროტესტი მოყვებოდა.
ლუკაშენკოსთვის ერთადერთი მაშველი რგოლი რუსეთია და ის ცდილობს მაქსიმალურად მეტი მიიღოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება. კითხვა ის არის, რას ითხოვს რუსეთი ლუკაშენკოსგან და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ლუკაშენკომ. ამ შეხვედრის სრული სურათი დღეს ვერ იქნება და ბევრი საკითხის შესახებ საზოგადოება ვერ მიიღებს ინფორმაციას, თუმცა ნებისმიერი საკითხი რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტს რაიმე ფორმით შეეხება პროტესტს კიდევ უფრო გაამწვავებს,"- ამბობს,"- იგორ ფორბრი, გერმანიის მარშალის ფონდიდან.
ასევე ნახეთ: მზადება სანქციებისთვის - სენატის ორპარტიული რეზოლუცია ბელარუსის შესახების, რომ შესაძლოა რუსეთის მხრიდან ბელარუსის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, საუბრობს ამერიკელი დევიდ კრამერიც.
"ლუკაშენკო სოჭში მხარდაჭერის მისაღებად მივიდა. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, ათასობით ადამიანი როგორ აპროტესტებს მშვიდობიანად არჩევნების გაყალბებულ შედეგებს. ერთადერთი ვინც მას მხარს უჭერს რუსეთის მთავრობაა, სწორედ ამიტომ ჩავიდა ის რუსეთში. ამით ლუკაშენკო ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აგდებს საფრთხეში. ეს ძალიან საშიში მომენტია ბელარუსისთვის. ლუკაშენკოს სოჭში ჩასვლა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მას არ აქვს მხარდაჭერა საკუთარ ქვეყანაში, არც დასავლეთში და სადაც მუდმივად უჭერენ მხარს, სწორედ იქ ჩავიდა - რუსეთში. ის ყველაფერზე მიდის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს,"- ამბობს დევიდ კრამერი.
ასევე ნახეთ: ბორელი: ევროკავშირი ლუკაშენკოს მმართველობას არ ცნობს!მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთი, "ევროპის უკანასკნელ დიქტატორს" ლუკაშენკოს დახმარებას გაუწევს. საუბარია სპეციალური ძალების რუსეთიდან ბელარუსში გადასროლაზე, ასევე სამხედრო წვრთნების და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაზე, ამასთან, გათვალისწინებულია უკვე არსებული ვალის რესტუქტურიზაციაც.
ბელარუსში მასშტაბური გამოსვლები ერთ თვეზე მეტია გრძელდება.