შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის შეწყალებას განიხილავს. ფლინმა 2017 წელს აღიარა, რომ დამნაშავე იყო გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის (FBI) წინაშე ცრუ ჩვენების მიცემაში, რუსეთთან მისი კონტაქტების შესახებ.
ასევე ნახეთ: მალერის „რუსეთის გამოძიების“ ყველა მთავარი დეტალიტრამპმა საკუთარი გუნდის წევრებს განუცხადა, რომ ის სხვებთან ერთად ფლინის შეწყალებასაც გეგმავს მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებში. აღნიშნული ინფორმაცია „ნიუ-იორკ თაიმსმა“ და „აქსიოსმა“ გაავრცელეს დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით.
2016 წლის დეკემბერში, ფლინის საუბარი რუსეთის ელჩთან ვაშინგტონში, მოსკოვის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის და ტრამპის საარჩევნო გუნდის რუსეთთან კავშირების გამოძიების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო. ტრამპმა ფლინი თანამდებობიდან 2017 წლის თებერვალში გაათავისუფლა. პრეზიდენტი ამ გამოძიებას პოლიტიკურ „კუდიანებზე ნადირობად“ აფასებდა და ფლინს „კარგ ადამიანს“ უწოდებდა.
ფლინი, გადამდგარი გენერალი და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელია. მან ორჯერ აღიარა, რომ დამნაშავე იყო FBI-ისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, იმის თაობაზე თუ რა ინტერაქცია ჰქონდა რუსეთის ელჩთან. თუმცა, მოგვიანებით ფლინი ეცადა მისი აღიარების უკან წაღებას, იმ საბაბით რომ პროკურორებმა მისი უფლებები შელახეს და დანაშაულის აღიარება მოტყუებით აიძულეს.
ასევე ნახეთ: მაიკლ ფლინს მოსამართლემ სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნამაისში იუსტიციის დეპარტამენტმა ფლინის წინააღმდეგ საქმე გაიტანა და განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მიწოდებული სავარაუდო ცრუ ინფორმაცია - მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იყო. თუმცა ფედერალურმა მოსამართლემ, რომელიც ფლინის საქმეს უძღვებოდა, საქმის დამატებითი სასამართლო გადახედვა მოითხოვა.
ტრამპის შეწყალება ამ საქმეს დახურავს.
ივლისში, ტრამპმა როჯერ სტოუნის, მისი კამპანიის ყოფილი მრჩევლის განაჩენი შეამსუბუქა იმ დროს, როცა ის ციხეში უნდა წასულიყო.
რობერტ მალერის, სპეციალური პროკურორის მიერ ტრამპის და რუსეთის კავშირების გამოძიებამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა საკმარისი სამხილი იმისა, რომ ტრამპის გუნდი და კრემლი არჩევნების მოსაგებად გარიგდნენ.