კაპიტოლიუმისა და ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც 6 იანვრის თავდახმისას კაპიტოლიუმის შენობას იცავდნენ, ღირსების მედლებს გადასცემენ. სენატმა გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დამტკიცდა, ოთხი მედალი წარმოდგენილი იქნება კაპიტოლიუმის პოლიციის სათაო ოფისში, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტში, თავად კაპიტოლიუმსა და სმითსონის ინსტიტუტში.
ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმზე თავდამსხმელთა ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ბრალს აღიარებს6 იანვარს, 200 წლის განმავლობაში, კაპიტოლიუმზე განხორციელებულ ყველაზე საშინელი თავდასხმისას, აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ორი დეპარტამენტის ასობით პოლიციელი იცავდა. პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც კაპიტოლიუმში მიმდინარე კონსტიტუციური პორცესის, არჩევნების სერტიფიცირების ჩაშლას ცდილობდნენ, ათობით პოლიციელს გაუსწორდნენ. საბოლოდ, პოლიციამ და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა, თავდაახმელების შეკავება შეძლეს და არჩევნების სერტიფიცირების პროცესი განახლდა.
„მედლები არის აღარება და ისინი იქნება წარმოდგენილი, რათა ხალხს მუდამ ახსოვდეს, რა გააკეთეს ამ ოფიცრებმა“ - აცხადებს სენატის წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ემი კლობუჩარი.