ვაშინგტონში ჯონ მაკკეინის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა

ვაშინგტონში, ეროვნულ საკათედრო ტაძარში ჯონ მაკკეინის სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. გარდაცვლილი სენატორის ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა ოჯახმა, ყოფილმა პრეზიდენტებმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივნებმა, სენატორებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა.

გამოსათხოვარი სიტყვებით გამოვიდნენ აშშ-ის ორი ყოფილი პრეზიდენტი - ჯორჯ ბუში უმცროსი და ბარაკ ობამა, ასევე სენატორის შვილი მეგანი, რომელმაც ემოცია და ცრმლები ვერ დამალა.

საკათედრო ტაძრის გუნდი, ასევე მოწვეული შემსრულებლები სხვადასხვა ისტორიულ ჰიმნებს და სენატორისთვის საყვარელ ჰანგებს ასრილებდნენ.

გამომსვლელები იგონებდნენ მაკკეინის დამსახურებასა და ღვაწლს ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

სენატორს 2 სექტემბერს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.