ვაშინგტონი —
ამერიკელ რესპუბლიკელ სენატორს ჯონ მაკეინს ამერიკის ხმამ ინტერვიუ ჩამოართვა.
კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა სენატორი საქართველოში, ახალი ხელისუფლების პირობებში მიმდინარე დემოკრატიზაციის ძალისხმევას, ბატონმა მაკეინმა განაცხადა, რომ პროცესები მშვიდად ვითარდება. მან თქვა, რომ იმედი აქვს, რომ თუკი ახალი მთავრობა გაასამართლებს [ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს], მას მყარი სამხილი ექნება ამის გასაკეთებლად, რათა ამერიკამ ან ნებისმიერმა სხვა მხარემ დევნა სამაგიეროს გადახდად არ აღიქვას. „საქართველოს კვლავაც გადაწყვეტილი აქვს ნატოში შესვლა, და მე იმედი მაქვს რომ ამას მივაღწევთ, თუმცა ურთიერთობა რუსეთთან კარგად არ ვითარდება, რამდენადაც ეს ქვეყანა საქართველოს ტერიტორიას არღვევს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მთლიანობაში, საქართველოში [ხელისუფლების] წარმატებული შეცვლა ვიხილეთ, რაც ბევრს 8-10 წლის წინ წარმოუდგენლად მიაჩნდა საქართველოში. სხვათა შორის ამ ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში,„-თქვა მაკეინმა.
სენატორმა ასევე დასძინა, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ მას ძალიან აფიქრებს ვლადიმირ პუტინის მოქმედება უკრაინასთან დაკავშირებით. „ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა. საუკეთესო გზა გართულებების თავიდან ასაცილებლად იქნება [ჩვენი] მოქმედება ევროკავშირთან და ფინანსური შეთანხმება უკრაინასთან."