აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ავღანეთში პრეზიდენტ აშრაფ ღანის და სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის ქვეყნის მთავარ აღმასრულებელ პირს აბდულა აბდულას შეხვდა.
ღანიმ აღნიშნა, რომ ავღანელი ძალების მიერ ნატოს ჯარებზე თავდასხმის შეწყვეტა ეროვნული უსაფრთხოების მიზანია. მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ს საჰაერო იერიშების გაზრდისთვის. ძალადობის ზრდის მიუხედავად, ჯიმ მატისი, ისევე როგორც სხვა აშშ ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგია სამხრეთ აზიის ქვეყნებში, რომელიც შარშან ივლისში გამოცხადდა, წარმატებულია.
ჯიმ მატისი ავღანეში სწორედ ამ სტრატეგიის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა.