გერმანიაში ფიჭვნარს ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა

გერმანიაში მასშტაბური ხანძარია. პარასკევს ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ხანძარი ტერიტორიას სწრაფად მოედო და ამის გამო 500-მდე ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. პოლიციის განცხადებით, ცეცხლის კერებთან ბრძოლას ამ ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიწაში დამარხული და დარჩენილი წყვია-წამალი ართულებს. ამან შესაძლოა დამატებითი აფეთქებები გამოიწვიოს.

ცეცხლი ხუთშაბათს, ნაშუადღევს გაჩნდა და ფიჭვნარში ძალიან სწრაფად გავრცელდა.