ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა მასუდ ბარზანიმ ქურთ ხალხს მოუწოდა, 25 სექტემბრის რეფერენდუმში მშვიდობიანი ქურთისტანის ერაყისგან დამოუკიდებლობას დაუჭირონ მხარი. მისი განცხადებით, ბაღდადთან პარტნიორობამ ვერ გაამართლა. ამიტომ, ქურთისტანი ურთიერთობების ძველებურად გაგრძელებას აღარ აპირებს.
აშშ და გაერო რეფერენდუმს გმობენ. თურქეთი, რომელიც ქურთულ პრობლემას საკუთარ ტერიტორიაზე ებრძვის, სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრება. სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს ბაღდადიც, თუ რეფერენდუმი ძალადობით დასრულდება.