შეერთებულ შტატებში დღეს მარტინ ლუთერ კინგის დღეს აღნიშნავენ. სახელგანთქმული უფლებადამცველის დაბადების დღე ამერიკაში ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.
პრეზიდენტმა ობამამ ქალაქ ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის მემორიალის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ ამერიკის მოქალაქეების მიერ კინგის მაგალითის მიბაძვა საკუთარი ქვეყნის სრულყოფისთვის გამუდმებული ზრუნვა და ბრძოლა იქნება.
მარტინ ლუთერ კინგი 1968 წლის 4 აპრილს ქალაქ მემფისში 39 წლის ასაკში მოკლეს. დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა.