საფრანგეთში, ქალაქ მარსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ქალი მოკლა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის განეიტრალება ფრანგმა ჯარისკაცმა მოახერხა. პოლიციისვე განცხადებითვე, ინციდენტმა გავლენა სარკინიგზო მიმოსვლაზე მოახდინა, მგზავრებს კი მიეცათ გაფრთხილება აირიდონ აღნიშნული რკინიგზის სადგურით მგზავრობა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერარ კოლომბმა განაცხადა, რომ მარსელში დაუყოვნებლივ ჩავა. პარიზის პროკურორმა კი დააკონკრეტა, რომ ინციდენტის შესასწავლად დაწყებულია კონტრტერორისტული გამოძიება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ."