ნასას კოსმოსური აპარატი მარსზე წარმატებით დაეშვა
ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს, იგივე ნასას, კოსმოსური აპარატი მარსზე დაჯდა. მეცნიერები მარს-მავალის მიერ მოგროვებული ინფორმაცის შესწავლით იმის დადგენას ეცდებიან არის თუ არა წითელ პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმები და სიცოცხლისთვის შესატყვისი პირობები.
ნასაში დღე მხიარული შეძახილები ისმოდა მარს-როვერის პლანეტის ზედაპირზე წარმატებული დაშვების შემდეგ. აპარატი, სახელწოდებით „ქურიოსიტი“ - თარგმანში ცნობისმოყვარეობა - ერთ ტონას იწონის და ის მარსამდე 8 თვე მიფრინავდა.
თეთრი სახლის მრჩეველმა სამეცნიერო საკითხებში ჯონ ჰოლდერმა განაცხადა, რომ ამერიკა აპირებს წამყვანი როლი ითამაშოს კოსმოსის ათვისებაში:
„უდავოა, რომ წითელ პალნეტაზე როვერის დაშვება ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალება იყო პლანეტების ათვისების რობოტულ ტექნოლოგიებში. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამერიკის ლიდერობაში კოსმოსის ათვისების სფეროში, შევახსენებ, რომ ჩვენი გაგზავნილი ერთ-ტონიანი ავტომობილი ახლა მარსის ზედაპირზე დადის.“
როვერის ზედაპირზე დაშვება რთული ოპერაცია იყო, რადგანაც უამრავი დეტალის კოორდინაციასთან ერთად - როგორიცაა, მაგალითად პარაშუტის დროული გახსნა, ან მისი ჰორიზონტალურად დაბალანსება - ნასას მეცნიერებს როვერის საათში 22 ათასი კილომეტრის სიჩქარე თითქმის სრულ გაჩერებამდე უნდა შეემცირებინათ.