"ნასას" მორიგი ისტორიული ნაბიჯი: რამდენიმე წუთის წინ როვერი "შეუპოვრობა" მარზე დაეშვა. რობოტი წინა როვერებისგან განსხვავებით მაღალი ტექნოლოგიების დაშვების ტექნიკას ფლობდა, რამაც საშუალება გააჩინა ის წარმატებით დამჯდარიყო მარსზე. წითელ მიწაზე "ნასამ" მანამდე 8 რობოტი წარუმატებლად გაგზავნა.
როვერი "შეუპოვრობა" მარსზე 11 წუთის განმავლობაში ჯდებოდა. ავტოპილოტის საშუალებით რობოტმა დიდი ზომის პარაშუტი გაშალა, სკანირების პროგრამამ კი შეძლო მისი დაშვება იმ კრატერთან, რომელიც მეცნიერებს ჰქონდათ განსაზღვრული.
როვერი ინფორმაციას დედამიწაზე რამდენიმე წუთის დაგვიანებით გზავნის. არსებობდა ვარაუდი, რომ როვერი დაჯდომის დროს კავშირს დაკარგავდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
მრავალფუნქციური რობოტი "ჯეზეროს" კრატერში სიცოცხლის ნიშნებს შეისწავლის. რობოტი, რომელიც მარზე გაიგზავნა, 23 კამერით არის აღჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალა გადაიღოს, რომელსაც შემდეგ მეცნიერები შეისწავლიან.