ამერიკის საფონდო ბირჟებზე დღეს ფასები გაიზარდა. თუმცა, სულ მალე, ქვეყნის მთავრობა ინფლაციის თვიურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.
ინვესტორები ამ მონაცემებს ელოდებიან, თუმცა მანამდე ბირჟაზე ფასებმა მოიმატა. მოგების მაჩვენებლები გაიზარდა ევროპულ ბაზრებზეც, მაგრამ აზიურ ბირჟებზე ფასების კლება შეინიშნება.
ამერიკის დასაქმების სტატისტიკის ბიურო მალე გამოაქვეყნებს იანვრის სამომხმარებლო ფასების ინდექსს. ანგარიში ასევე განმარტავს, თუ როგორ შეიცვალა კონკრეტულ სექტორებში ფასები წინა თვესთან შედარებით.