კოვიდ-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, ბაზრის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო და არა ბუღალტერი, რომელსაც, სინამდვილეში არ ჰქონდა ბაზართან კავშირი, მაგრამ მისმა ინფიცირებამ საზოგადოებას აფიქრებინა, რომ პანდემია შესაძლოა ახლოს მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო. ამის შესახებ საუბარია ერთ-ერთ ახალ ამერიკულ კვლევაში.
სარს-კოვ-02 ვირუსის წარმოშობა, რომელიც კოვიდ-19-ს იწვევს კვლავ იდუმალებითაა მოცული და ამერიკასა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.
ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ წელს თითქმის გამორიცხა თეორია იმის შესახებ, რომ ვირუსი ლაბორატორიაში წარმოიშვა. მათი უმთავრესი სავარაუდო თეორია კი ის იყო, რომ ადამიანების ბუნებრივი გზით ინფიცირება, ველური ბუნების წარმომადგენელთა - ცხოველთა ბაზარზე ვაჭრობისას მოხდა.
ასევე ნახეთ: 1 წლის შემდეგ ჩინეთში ჯანმოს სპეციალისტები ვირუსის წარმოშობას ადგლზე იკვლევენ
ჯანმოს ექსპერტების გუნდმა ვუჰანში და მის შემოგარენში 4 კვირა გაატარა და მარტში გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში დაასკვნა, რომ ვირუსი სავარაუდოდ ღამურებიდან ადამიანზე კიდევ ერთი ცხოველის გავლით გავრცელდა, თუმცა ამის დასადგენად მეტი კვლევა იყო საჭირო.
ბუღალტერს, რომელზეც ფიქრობდნენ, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი იყო, სიმპტომები 16 დეკემბერს გამოუვლინდა. იმაზე რამდენიმე დღით გვიან, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. ამის შესახებ არიზონის უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მაიკლ უორობეი ჟურნალ "საიენსში" გამოქვეყნებულ კვლევაში წერს. გაუგებრობა კი პაციანეტის სტომატოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვია, რომელიც 8 დეკემბერს დაწყო. კვლევის თანახმად, მისი სიმპტომების გამოვლენამდე ვუჰანის ბაზრის რამდენიმე თანამშრომელი უკვე ინფიცირებული იყო. გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ექსპერტთა ახალი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა მისმა წევრებმა ვირუსის წარმოშობა უფრო დეტალურად გამოიკვლიონ.