მარდი გრას დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო- ამერიკაში შტატები, კოვიდის გამო, უსაფრთხოების წესებს ამკაცრებენ

ნიუ-ორლეანის ტრადიციული, მარდი გრას აღლუმი წელს არ ჩატარდება. ეს განცხადება სამშაბათს, ქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ გაავრცელა. აღლუმის გადადების მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა.

ქალაქის წარმომადგენელმა, ბო თიდველმა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღლუმი და საზეიმო ღონისძიებები, რომელიც 16 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება, ვინაიდან, ქალაქი უსაფრთხოების წესებს ამკაცრებს და გარეთ შეკრებას კრძალავს.

ასევე ნახეთ: ყველაფერი, რაც ახლა კორონავირუსის შესახებ უნდა იცოდეთ

სიტუაცია მძიმდება არამხოლოდ ახალ ორლეანში, არამედ მთლიანად, ამერიკის შეერთებულ შტატებში. კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში გაიცა ბრძანება, რომ კაფე-ბარებმა და რესტორნებმა, რომლებიც კლიენტებს გარე ტერიტორიაზე იღებენ, შეამცირონ სტუმრების მიღება და მხოლოდ მათ ნახევარს უმასპინძლონ. ასევე, შეზღუდვების მიხედვით, კვების ობიექტები ღამის 10 საათზე უნდა დაიხურონ ხოლმე.

აკრძალვები გამკაცრდა იმ დაწესებულებებისთვისაც, ვინც კლიენტებს მომსახურებას დახურულ სივრცეში უწევს. მათ 25%-მდე უნდა შემაცირონ ხალხის მიღება და ისეთმა დაწესებულებემა, როგორიცაა, მაგალითად სილამაზის სალონები, კლიენტები, მხოლოდ, წინასწარ ჩაწერის შემდეგ უნდა მიიღონ.

ახალი აკრძალვების მიხედვით, რომელიც ძალაში პარასკევს შევიდა, ლიმიტირებული იქნება ხალხის მოძრაობაც ქალაქში. მოსახლეობას შეუძლია, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვის გამოვიდეს გარეთ. ასეთი მკაცრი ზომების შემოღება ქალაქში ჰოსპიტალიზაციისა და ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფმა ზრდამ გამოიწვია.

ასევე ნახეთ: შვედეთში ე.წ. ჯოგურმა იმუნიტეტმა არ გაამართლა, ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

თეთრი სახლის, კორონავირუსთან მებრძოლმა ჯგუფმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კორონავირუსი "აგრესიულად, დაუდნობლად და მასშტაბურად ვრცელდება ქვეყანაში და მოდებულია, თითქმის ყველგან".

ამერიკაში მადლიერების დღე მოდის, რაც სფეროს ექსპერტების შიშს იწვევს, რომ ვირუსი კიდევ უფრო მეტად გავრცელდება და კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს.