ფლორიდაში მარცხის შემდეგ მარათონს მარკო რუბიო ეთიშება

ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორი და საპრეზიდენტო კანდიდატი მარკო რუბიო საარჩევნო მარათონს გამოეთიშა, მას შემდეგ, რაც ფლორიდის პრაიმერში დონალდ ტრამპთან დამარცხდა. სამშაბათს, ფლორიდის შტატში გამართულ არჩევნებში სწორედ დონალდ ტრამპა გაიმარჯვა, ოჰაიოს შტატში კი გუბერნატორმა და კანდიდატმა ჯონ ქეისიქმა ტრამპი ამავე შტატში დაამარცხა.

უძრავი ქონების მაგნატმა ფლორიდაში დიდი განსხვავებით მოიპოვა გამარჯვება. ტეხასის სენატორი ტედ კრუზი და ჯონ ქეისიქი მან უკან ჩამოიტოვა და ასეთივე შედეგებით დაასრულა ილინოისში და ჩრდილოეთ კაროლინაში ჩატარებული პრაიმერები.