აშშ-ის საგანგებო ელჩი ავღანეთსა და პაკისტანში მარკ გროსმანი აცხადებს, რომ ამერიკა ცდილობს რეგიონში არსებული ყველა მისი "კონტაქტი" გამოიყენოს, რათა ავღანელები ერთმანეთთან დიალოგში შევიდნენ. ამერიკის ხმასთან საუბარში მან არ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ამ მომენტისთვის აშშ-ი თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და უარყოფს იმ აზრს, თითქოს ამერიკა ავღანელების შერიგების პროცესში ვინმეს გარიყვას აპირებს.
გროსმანმა არ დაადასტურა, რომ ამერიკა თალიბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.