საქართველოს ქულა “ფრიდომ ჰაუზის” ყოველწლიურ შეფასებაში წელს 2 ქულით გაუარესდა. მსოფლიო თავისუფლების რეიტინგში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებს აფასებს, საქართველოს ასიდან 61 ქულა აქვს. ის კვლავ ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების ნუსხაშია. არაფორმალური მმართველობა, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებზე, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება - საერთაშორისო ორგანიზაციის წლევანდელ შეფასებაში ეს და სხვა პრობლემებია ხაზგასმული. საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ "ამერიკის ხმას" "ფრიდომ ჰაუზის" ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, მარკ ბერენტი ესაუბრა:
- რა იყო ის ძირითადი მოვლენები 2019 წელს, რომელთა გამოც „ფრიდომ ჰაუზის“ ანგარიშში ქვეყნის რეიტინგი ორი ქულით გაუარესდა?
ქულა ძირითადად ორი მიმართულებით შემცირდა. ერთი - პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და მონაწილეობის კუთხით და მეორე - თავისუფალი შეკრებისა და მანიფესტაციის მხრივ.
პირველი მიმართულებით, ჩვენ ვნახეთ, რომ მალევე მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა, გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. ასეთი რამ ნებისმიერ ქვეყანაში პრობლემური იქნებოდა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტი მოულოდნელად გენერალური პროკურატურის გამოძიების სამიზნე/საგანი ხდება. ჩვენ არაფერს ვამბობთ გამოძიების საფუძვლების ან მათი შესაძლო ნაკლებობის შესახებ. მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიის შექმნა ანონსდება ოპოზიციონერი ფიგურის მხრიდან, პრობლემურია,რომ მის მიმართ გამოძიების დაწყებას ხედავ.
მეორე საკითხი კი შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლებაა, რომლის მხრივაც საქართველოში 2019 წელს ბევრი პრობლემა იყო მათ შორის დემონსტრანტების მხრიდანაც. და ეს რეალობაა. სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია საკუთარი ინსტიტუტების დაცვაა და ნამდვილად იყო დრო როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი ხელს უშლიდა პარლამენტს შეკრებისგან და ეს ძალიან პრობლემურია, მაგრამ ივნისში სიტუაცია სხვაგვარად იყო.
ძირითადად ძალიან ნათელია პროცესი, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს, ყოველთავის არის ერთგვარი პოლიტიკური ან ეკონომიკური ჯგუფი, რომელსაც თავისი საკუთარი ტელევიზია აქვს. ძალიან მცირე ან თითქმის არაა დამოუკიდებელი ტელე-მედიასაშუალებები. ყველა კერძო ტელევიზია პოლარიზებულია. მათ აკონტროლებენ ადამიანები, რომელთაც საბოლოოდ მაინც პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ვერ დავასახელებდი ერთ სრულებით დამოუკიდებელ სადგურს. ასეთ საზოგადოებასა და მედია გარემოში კი ერთ-ერთი გამოსავალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებრივი მაუწყეველია.მარკ ბერენტი
ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინაც კი, როდესაც, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას თავისი ინსტიტუტები, მას ნამდვილად არ აქვს უფლება, რომ ძალა შეუსაბამოდ გამოიყენოს. და ვფიქრობ, ჩვენ ეს ვნახეთ, იქ ბავშვები/ახალგაზრდები იყვნენ ხალხში და რეზინის ტყვიების გამოყენებისას ისინი დაშავდნენ. იყო ძალის გადაჭარბებული გამოყენებაც, რასაც ასე აფასებს არა მხოლოდ „ფრიდომ ჰაუზი“ არამედ სხვებიც. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები ახალი და სუსტია და მათ საზოგადოება დიდად არ ენდობა. ეს პრობლემის ერთ-ერთი დიდი ნაწილია.
- პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ დაწყებული საქმეების შესახებ ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ პოლიტიკური საქმიანობა ან სამომავლო საქმიანობა ვერ დაიცავს ადამიანებს პასუხისმგებლობისგან. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ ხაზარაძის თუ სხვათა შემთხვევები ურთიერთდაკავშირებული ან ერთი ტენდენციის ნაწილია?
ეს რეალური პრობლემაა. დემოკრტაიაში, სადაც ხალხი ინსტიტუტებს ენდობა, ყველა დაიჯერებდა იმას, რასაც მთავრობა იტყოდა. ცხადია, შენ არ შეგიძლია თავი დაიცვა გასამართლებისგან პოლიტიკური პარტიის დაარსების დაანონსებით. და რა თქმა უნდა, მთავრობაც ამას ამბობს, მაგრამ სამწუხროდ, რააც გვინახავს საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ ამ ადმინისტრაციის, არამედ წინა ადმინისტრაციის პირობებშიც, არის ის, რომ მართლმსაჯულება იყო გამოყენებული შერჩევითად, მოსახლეობა და საზოგადოება საკმაოდ ცინიკურია ამის მიმართ და ეს გამართლებულიცაა.
მოსამართლე არც მე ვარ და არც „ფრიდომ ჰაუზის“ ანგარიშები, რომ კრიმინალური გამოძიების საქმე გადავწყვიტოთ. ეს ჩვენი ფუნქცია არაა. ჩვენ ვუყურებთ ქართული საზოგადოებისა და ინსტიტუტების სიჯანსაღეს იმ მიმართულებებით, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსთვისაა აუცილებელი.
დიახ, ეს არ გამოიყურება კარგად, როდესაც ხსნი გამოძიებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ეს არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყურება კარგად, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც - სადმე სხვაგან. განსაკუთრებით კი, როდესაც არის ისტორია მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით ბოროტად გამოყენებისა, რაც საქართველოში ხდებოდა ბევრი, ბევრი წლის განმავლობაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ არაფერს ვამბობთ კონკრეტული საქმის საფუძვლებზე.
- სხვა რა ტენდენციები იყო თქვენთვის გასულ წელს ყველაზე შემაშფოთებელი?
არის რამდენიმე მიმართულება, სადაც სიტუაცია ყველაზე დეპრესიულია ჩემთვის. ეს არის მედია მფლობელობის კონსოლიდაცია იმ ხალხის ხელში, ვისაც ძალაუფლებაზე პრეტენზია აქვს. ეს არაა მხოლოდ ერთი სადგურის ამბავი. ეს არაა საქმე იმის შესახებ, ვინ ვის ლობირებს ან მხოლოდ „ტვ პირველი“ ან რომელიმე სხვა სატელევიზიო სადგური. ძირითადად ძალიან ნათელია პროცესი, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს, ყოველთავის არის ერთგვარი პოლიტიკური ან ეკონომიკური ჯგუფი, რომელსაც თავისი საკუთარი ტელევიზია აქვს. ძალიან მცირე ან თითქმის არაა დამოუკიდებელი ტელე-მედიასაშუალებები. ყველა კერძო ტელევიზია პოლარიზებულია. მათ აკონტროლებენ ადამიანები, რომელთაც საბოლოოდ მაინც პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ვერ დავასახელებდი ერთ სრულებით დამოუკიდებელ სადგურს. ასეთ საზოგადოებასა და მედია გარემოში კი ერთ-ერთი გამოსავალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებრივი მაუწყეველია. ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა აქვს და შესაძლებელია კიდეც რომ გაკეთდეს.
ასევე ნახეთ: "ფრიდომ ჰაუზი": საქართველოს ქულა პოლიტიკური აქტივობისა და შეკრების თავისუფლების კუთხით გაუარესდაამჟამად საქართველოსთვის საბედნიეროდ, წარმოდგენილი პერსპექტივების დიდი პლურალიზმია, მაგრამ ესეც უარესდება, და ამასაც უფრო და უფრო ნაკლებად ვხედავთ. მე მაშფოთებს ეს, რადგან საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, სადაც ხალხს ჰქონდა წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც სჭირდებოდა კარგი გადაწყვეტილებების მისაღებად, სააკაშვილის ადმინისტრაციის ყველაზე უარესი წლების პერიოდშიც კი.
გარდა ამისა, მაშფოთებს კვლავ მართლმსაჯულების გამოყენებისა და სასამართლოს დამოუკიდბელობის საკითხი. პოლიტიზირებული სასამართლო სისტემის რეფორმირება ყოველთვის ძალიან ძნელია და წლების განმავლობაში ჩვენ გვინახავს რეალურად პოლიტიკურად დომინირებული სასამართლო სისტემები და ის, რომ ისინი არ იყვნენ დამოუკიდებელნი. ძალიან ძნელია ამის გამოსწორება, რადგან ძველი მოსამართლეების გაშვება და ახლების დანიშვნა, თავიდან შექმნის იმავე სურათს, რაც გქონდა. ესაა ის, რაც სააკაშვილის მთავრობამ 2004 წელს გააკეთა და ეს საქართველოს ნამდვილად არ დაეხმარა. მაგრამ ამავე დროს, პროცესი სასამართლოს რეფორმის შესახებ 2019 წელს არ დასრულდა იმ შედეგით, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა დამოუკიდებელ სასამართლოდ აღიქვამდა.
- გამოხატვის თავისუფლება, საპროტესტო აქციასთან ასეტგასწორება იყო თქვენტვის რაიმე ახალი ტენდენცია?
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში იდეალურად დაცული არასდროს ყოფილა. გაიხსენეთ, 2013 წელი და ლგბტ თემის სურვილი ჩაეტარებინათ მსვლელობა, რაც მთელი მომდევნო წლების განმავლობაშიც ვერ შეძლეს, ეს ნამდვილად არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ 2019 წელს ეს სიტუაცია ბევრად გაუარესდა. ორი მიმართულებით:
პირველ ყოველისა, ვფიქრობ იყო საკმაოდ სანდო არგუმენტები იმისა, რომ ოპოზიციას სურდა სიტუაცია უმართავი გამხდარიყო და ჩაეგდო ხელისუფლება ამ მდგომარეობაში, სადაც მათ სხვა არჩევანი არ ექნებოდათ და ამას ძალიან დიდ უპასუხისმგებლოდ მივიჩნევ. მაგრამ ამავე დროს, ხელისუფლება ჩავარდა ამ მახეში და არაადეკვატურად უპასუხეს ამ გამოწვევას. რა თქმა უნდა საბოლოოდ, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ოპოზიცია ამისთვის არ შეიძლება პასუხისმგებელი ან ანგარიშვალდებული იყოს.
მეორე მხრივ კი, ეს არაა ქვეყანა, რომელშიც სხვა ქვეყნების მსგავსად რაიმე ოფიციალური მხარის გარეშე აპატიმრებენ ადამიანებს. საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ბევრ მის მეზობელ სახელმწიფოში. მე არ ვიცი ყველა საქმის ყველა დეტალი, თუმცა იყო ძალიან ბევრი ხალხი, მათ შორის ბავშვები, ახალგაზრდები და მოლოდინი იყო რეალურად მშვიდობიანი, ეს იყო განსხვავება იმას შორის რაც მოხდა ივნისში და მოგვიანებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ არსებობს გამართლება ბავშვების საფრთხეში ჩაგდებისა და ზიანის მიყენებისა. რა თქმა უნდა, საჭიროა შესაბამისი გამოძიება და ადამიანებმა უნდა აგონ ამაზე პასუხი.
გარდა ამისა, იმ ადამიანების ახალ, ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ პოზიციებზე დანიშვნა, რომლებიც შეუსაბამოდ გაუმკლავდნენ ამგვარ სიტუაციებს, მაფიქრებინებს, რომ არ არებობს პოლიტიკური ფასი, რომელსაც ამისთვის გადაიხდიდნენ.
- როგორ ფიქრობთ, ამ მოვლენებმა, რომლებიც თქვენ ქულის გაუარესების საფუძვლად მიიჩნიეთ, და იმ კრიტიკულმა შეფასებებმა, რაც დასავლეთისგან ამ სიტუაციებს მოჰყვა, დააზიანა საქართველოს, როგორც სტაბილური დემოკრატიის იმიჯი?
ვფიქრობ, ყოველთვის გამაოცებელია ის, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოში ხალხი იმას, თუ რას ფიქრობენ მის დემოკრატიულ გარდაქმნაზე ქვეყნის გარეთ. დიახ, ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი შეფასებებით, ანგარიშებით დებატები წავახალისოთ, ისევე როგორც, სხვებს. მაგრამ საბოლოოდ, ეს მაინც ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, შეაფასონ საკუთარი დემოკრატია და განსაჯონ საკუთარი დემოკრატიული პროგრესი ან მისი ნაკლებობა.
მე ვფიქრობ, საქართველოს ამ წელს უკუსვლა ჰქონდა. ჩვენ ვართ შეშფოთებულნი ძალაუფლების კონსოლიდაციით და ნაკლები ძალაუფლების მქონე ადამიანებისთვის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ბარიერების გაზრდით. ეს სიმართლეა ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული, როგორც [ძლიერი] ოპოზიცია. ამჟამად ორი ბანაკი გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული, ფესვგამდგარი პოლიტიკური ჯგუფებისა, რომელთაც სერიოზული პოლიტიკური და ისტორიული [წარსულის მქონე] აქტორები ჰყავთ. ისინი მთელ ჟანგბადს ითვისებენ. ახალ ჯგუფები, ადამიანები, ახალგაზრდები ახალი, ჯანსაღი იდეებით ძალიან სჭირდება საქართველოს დემოკრატიული პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად, შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. მათთვის კი სივრცე არ რჩება. და არსებობს ამის მიმართ ერთგვარი ცინიკური დამოკიდებულება, ამას არც არავინ მოელის.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება და ბარიერის შემცირება იმედს მიჩენს, რომ ეს სასუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომ ჩაერთონ პროცესში, საჭიროა ახალი ხალხი, რადგან ახლა ვხედავთ ხალხს, რომელსაც სხვადასხვა დროს ჰქონდა ძალაუფლება.
მთლიანობაში კი, დემოკრატიის შეფასებისას, ხალხმა უშუალოდ უნდა შეხედოს პროგრესისა და რეგრესის უშუალო ინდიკატორებს, მაჩვენებლებს და თავად გადაწყვიტოს რა იქნება ეს. დემოკრატია და ადამიანის უფლებები არა დასავლური, არამედ ფუნდამენტური ღირებულებებია. ქართველ ხალხს კი მშვენივრად შეუძლია განსაჯოს, რა არის დამოუკიდებელი სასამართლო, როგორ გამოიყურება ის მათთვის, როგორია ეფექტური და კარგი მედია. ამას არ სჭირდება გარეშე არბიტრი.
- სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა შეფასების მიმართ საქართველოს ხელისუფლება ხშირად მკვეთრად რეაგირებს. მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერებისგან მოგვისმენია კრიტიკა როგორც „ფრიდომ ჰაუზის“, ისე NDI-ის, IRI-ს და სხვა ორგანიზაციების მიმართაც. როგორია თქვენი პასუხი?
არც ერთ ხელისუფლებას არ მოსწონს, როდესაც აკრიტიკებენ, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. როდესაც საუბარია NDI-ის მსგავს სანდო ორგანიზაციასა და ინფორმაციაზე, ნამდვილად არ არის საუკეთესო სტრატეგია მათთვის კრიტიკით პასუხი. ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩართვა მათ მიერ წამოჭრილი საკითხების მოგვარებაში. თუკი ფიქრობ, რომ რაღაც არაა სამართლიანი, საქმით აჩვენე, რომ სხგვაგვარადაა, და არა მხოლოდ ცარიელი კრიტიკა. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს, ეს საქართველოს პოლიტიკური კულტურის ნაწილია, რომ ამ საკითხებში ჩართვის და ამაზე რეალური დებატების ქონის ნაცვლად ნაცვლად, იკითხონ: ვის მხარეს ხარ? მიუხედავად იმისა, რა საკითხზეა საუბარი და რა საფუძვლები აქვს ამ პრობლემას.
როგორია საქართველოს შედეგები ევრაზიის რეგიონის კონტექსტში?
ვფიქრობ, 2019 წელი დაგვამახსოვრდება როგორც სამწუხარო წელი, დეპრესიული წელი დემოკრატიისთვის მსოფლიოში და მათ შორის ნამდვილად ევრაზიის რეგიონისთვისაც. მიმდინარე პროცესები არ გამოიყურება კარგად რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა თუ ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ბელორუსში. ბევრი ეს ქვეყანა წინ არ მიდის. თუმცა გვქონდა გასულ წელს იმედები მოლდოვასთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა დავიცადოთ კიდევ რომ ვთქვათ, როგორ განვითარდება პროცესები.
ვფიქრობ, ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული სომხეთში, მას ნამდვილად კარგად ჰქონდა საქმე 2019 წელს. ხავერდოვანი რევოლუციისას სომხეთის მოსახლეობა ბევრი, ბევრი წლის შემდეგ პირველად გაერთიანდა ასე მომავლის საზიარო ხედვის, საერთო დემოკრატიული მომავლის ხედვის გარშემო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი იქნება ამგვარი ერთიანობის ნახვა საქართველოშიც: კონსენსუსი ფემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე. საქართველოს ბევრად მეტი წარმატება ჰქონდა წლების განმავლობაში და ქვეყნის რეფორმირების წარმატებული გამოცდილება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანას რეგიონში. ამ კუთხით საქართველო ნამდვილად მოწინავეა.
მართალია საქართველოში ხშირად არ მოსწონთ, როდესაც ადარებენ მეზობლებს, და ამბობენ რომ საუკეთესოა ცუდ სამეზობლოში, ის მართლაც გაცილებით უკეთესია ბევრ თავის მეზობელთან შედარებით. ქართველმა ხალხმა სწორედ ეს უნდა დაიცვას, რადგან ევრაზიის ქვეყნებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დემოკრატიის უკუსვლაა და ძალიან ადვილია დაკარგო ის, რასაც მიაღწიე. ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური პარტიები და ელიტა ამაზე უფრო მეტად უნდა ზრუნავდნენ, ვიდრე მხოლოდ სკაუთარ წარმატებაზე მომავალ არჩევნებში. მოკლე-ვადიანი, მოკლე პერსპექტივაში ფიქრის ნაცვლად, აუცილებელია კონსენსუსი ქვეყნის იმ დემოკრატიულ მიღწევებზე, რაც ქვეყანას ჰქონდა.
საქართველოში ყოველთვის, ბევრი წლის განმავლობაში არსებობდა ეს საერთო მიზნის განცდა. საქართველო არასდროს შეურიგდება დიდხანს დიქტატორის ყოლა. მოსახლეობისთვის ეს უბრალოდ მიუღებელია. აი ეს ერთობისა და საერთო მიზნის განცდა ვფიქრობ ახლა გამოწვევის წინაშეა. ხალხს ავიწყდება, რა აერთიანებს როგორც ქვეყანას, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებას, რომელსაც სურს წინ წასვლა, უსაფრთხო ურთიერტობები ყველა მეზობელთან და მათ შორის მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები.
რეგიონში ბევრი ქვეყნის გამოწვევა დეზინფორმაციაა და ეს დეზინფორმაცია წარმატებულია პოლარიზებულ და დანაწევრებულ საზოგადოებაში, როდესაც არ არსებობს კონსენსუსი, სოციალური ერთობა. ეს ერთობა კი ქართველ ხალხში ყოველთვის იყო.
ეს ერთობა ახლა შერყეულია, მაგრამ მნიშვნელოვანია ხალხმა უთანხმოების მიუხედავად, ერთმანეთისკენ მიმავალი ხიდების აშენება და აღდგენა დაიწყოს. ვფიქრობ, ამის გამოცდილება არსებობს და ახლაც ეს უნდა მოხდეს ამ ერთობის აღსადგენად.