ჩელსი მანინგმა, ამერიკის შეარაღებული ძალების რიგითმა, რომელმაც ამერიკის საიდუმლო ინფორმაცის გაცემისთვის იხდის სასჯელს პირველი განცხადება გააკეთა. მანინგის განცხადებით, პირველად მის ცხოვრებაში, ის ხედავს „მომავალს, როგორც ჩელსი“.
მანინგმა მას შემდეგ რაც პატიმრობა მიუსაჯეს, განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერია და სახელი შეიცვალა.
ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ადვოკატების თქმით მასზე ძალადობდნენ. მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. მანინგს 17 მაისს გაათავისუფლებენ.
მანინგმა 7 წელი დაჰყო პატიმრობაში და შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ მას სასჯელი შეუმსუბუქა.