ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
აპარტეიდის წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლის, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ქვეყნის დღევანდელმა პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ განაცხადა.
94 წლის ნელსონ მანდელა უკვე ორი კვირაა მწვავე ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იმყოფება. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, მანდელას მდგომარეობა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა.