ნობელის პრემიის ლაურიატს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და კლინიკიდან ჯერჯერობით არ უშვებენ
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურიატი, ნელსონ მანდელა შეუძლოდაა და ის ოთხშაბათის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. ოფიციალური განცხადებით, მას პნევნომონიის დიაგნოზი დაესვა და კლინიკიდან მხოლოდ ფილტვების სითხისგან მთლიანად გასუფთავების შემდეგ გაწერენ.
94 წლის მანდელა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გმირად სიცოცხლეშივე შერაცხეს და ის მთელ მსოფლიოში ლეგენდარულ ადამიანის უფლებათა დამცველად არის მიჩნეული. აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლმა გმირმა თითქმის 30 წელიწადი ციხეში გაატარა. თუმცა, ამის მიუხედავად, სამშობლოში მშვიდობიანი დემოკრატიული გარდაქმნების სიმბოლოდ ითვლება.
პრეზიდენტმა ობამამ „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ნელსონ მანდელას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მას სწრაფი გაჯანსაღება უსურვა. პრეზიდენტის თქმით, მანდელა მისი პირადი „გმირი და შთაგონების წყაროა“.