მალიში ბრძოლები გრძელდება

ისლამისტი მეამბოხეები ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ
ჩრდილოეთ მალის ქალაქ კიდალში თვითმკვლელმა ტერორისტმა სულ ცოტა 7 ადამიანი მოკლა. ქალაქთან ახლოს საფრანგეთის არმიას და ისლამისტ ამბოხებულებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ერთ-ერთ საგუშაგოსთან ააფეთქა. არიან დაჭრილებიც.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის ცნობით, ქალაქ კიდალის მიმდებარე მთებში ბრძოლები გრძელდება. საფრანგეთის არმიის მასირებული შეტევების შედეგად ისლამისტი მეამბოხეები უკან იხევენ. წარმატების მიუხედავად, წინ კიდევ უფრო მნიშვნელობანი ბრძოლები გველის, აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი.