ევროპა მალის $2.5 მილიარდს ჰპირდება

ევროკავშირის მალის დასახმარებლად 675 მილიონ დოლარს გაიღებს
დღეს ბრიუსელში საერთაშორისო დონორთა შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი საკითხი მალის დასახმარებლად თანხის მოზიდვა იქნება. კონფლიქტით დაზარალებული დასავლეთ აფრიკული სახელმწიფოსთვის დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება. საერთო ჯამში მალის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სახელმწიფო და უსაფრთხოების ინსტუტებისთვის 5.5 მილიარდი დოლარის გამოყოფაა საჭირო.

კონფერენციის დაწყებამდე, ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროგაერთიანების ქვეყნები მალისთვის 675 მილიონ დოლარს გაიღებენ. დღესვე, მალის დროებითმა პრეზიდენტმა დიონკონდ ტრაორემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება, თუმცა თავად მასში მონაწილეობას არ მიიღებს.