გაეროს მანდატით 12 ათასი ჯარისკაცის განთავსება იგეგმება
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, მალიში მყოფ აფრიკის კავშირის სამხედრო ნაწილებს გაეროს სამშვიდობო ძალის სტატუსი მიენიჭებათ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მარგარეტ ბეშერი არკვევდა.
აფრიკელი ჯარისკაცები მალე გაეროს ცისფერ ჩაფხუტებს დაიხურავენ. ეს პროცესი წესით 1 ივლისიდან უნდა დაიწყოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს უშიშროების საბჭო მალიში შექმნილ ვითარებას ხელსაყრელად მიიჩნევს. მალიში აფრიკული კავშირის ძალების რაოდენობა 6200 ჯარისკაცს აღწევს. აქ ძირითადად, ნიგერიის, ჩადის, გაბონის და ბურკინა ფასოს სამხედრო ნაწილები არიან გაერთიანებული. გაეროს გადაწყვეტილებით, მშვიდობისმყოფელების რაოდენობა 12 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს. უშიშროების საბჭომ ამ საკითხზე 25 აპრილს ფარული კენჭისყრა ჩაატარა. საფრანგეთის ელჩმა გაეროში ჟერარ აროდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროს სამშვიდობო ძალებს არ დაეკისრებათ ტერორისტების სიმაგრეებზე შეტევის ფუნქცია. არამედ მათი ამოცანა თავდაცვითი ხასიათის იქნება.
„სამშვიდობო ოპერაცია არ მოიცავს ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. ეს არის მალის ჩრდილოეთ ნაწილის სტაბილიზაციის პროცესი. ძალიან მარტივია, თუ რად გვინდა იქ სტაბილიზაციის ძალები - გვინდა რადგანაც ჩვენ გვჭირდება მალის არმიის მშენებლობა. რაც უფრო მალე იქნება მალის არმია მზად ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, მით უფრო აღარ დასჭირდებათ სამშვიდობო ოპერაციები,“ - აცხადებს საფრანგეთის ელჩი.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა თავდაპირველად გამოთქვა ინიციატივა, რომ შექმნილიყო პარალელური ძალა, რომელსაც ანტიტერორისტული მოვალეობაც დაეკისრებოდა. ასეთი ტიპის ამოცანა გაეროს სამშვიდობო მანდატის ფორმატში ვერ თავსდება. თუმცა, პარალელური ძალის შექმნის ნაცვლად, უშიშროების საბჭო საფრანგეთს ანიჭებს ნებართვას მოახდინოს მალის ინტერვენცია, თუკი გაეროს მისიას და თავად მალის დაემუქრება სერიოზული საფრთხე.
საფრანგეთის არმია მალიში იანვრიდან მოქმედებს. ოპერაციის ფარგლებში ისლამისტი ამბოხებულების ლოკალიზება მოხერხდა. ამჟამად, 4000 ფრანგი ჯარისკაციდან მალიში 1000-მდე სამხედრო დარჩება. თუმცა, საფრანგეთი ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს ჩადსა და სენეგალში, რომლის საშუალებითაც პარიზი მალიში შექმნილ საფრთხეებს დაუყოვნებლივ გასცემს პასუხს.
გარდა ამისა, აფრიკული კავშირის სამხედრო ძალების გაეროს მანდატით აღჭურვის შემთხვევაში ჩნდება კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება მათი სტანდარტი გაეროს მიერ დაწესებულ სამშვიდობო სტანდარტებს. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ეს შეკითხვა ეხება ჩადის ძალებს, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ჩადის ხელისუფლება ჯარისკაცებად არასრულწლოვანთა გამოყენების გამო. თუმცა, გაეროს სამშვიდობოების ხელმძღვანელი ჰერვე ლადსოსი აცხადებს, რომ ახალი მისიის სტანდარტები გაეროს მოთხოვნების შესაბამისი იქნება.
მალიში გარეოს მშვიდობისმყოფელებს დაევალებათ სამოქალაქო ობიექტების და მოქალაქების დაცვა, შეიარაღებული ჯგუფების აღკვეთა დასახლებულ რაიონებში და მალის ხელისუფლებისთვის დახმარების გაწევა ქვეყანაში კონტროლის დამყარების მიზნით.