ვინ აფინანსებს სამხედრო კამპანიას მალიში?

საფრანგეთთან ერთად მალის ჩრდილოეთით მიმდინარე კონფლიქტში საერთაშორისო დონორები ერთვებიან
საერთაშორისო დონორები პირობას დებენ, რომ მალიში ისლამისტებთან მიმდინარე ბრძოლების მხარდასაჭერად ასობით მილიონ დოლარს გადარიცხავენ. ადის-აბებაში გამართულ კონფერენციაზე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სამხედრო კამპანიის წარმატებისთვის 96 მილიონს გაიღებს. იაპონია -120 მილიონის, აფრიკის კავშირი - 50-ის, გერმანია კი 20 მილიონის ინვესტირებას გეგმავს. დონორებს შორისაა დასავლეთ აფრიკის ბლოკიც, რომელიც სამხრეთ აფრიკას, განას, ნიგერიას და ეთიოპიას მოიცავს.

ორშაბათს შეტაკებები მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტიმბუქტუსთან საფრანგეთის და მალის არმიის გამარჯვებით დასრულდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ქვეყანაში საერთაშორისო შეიარაღებული ძალების ჩასვლა გრძელდება. უკვე მეოთხე კვირა დაიწყო, რაც საფრანგეთის ლიდერობით მალის არმია ალყაიდასთან დაკავშირებულ ამბოხებულთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ებრძვის.