საერთაშორისო ამნისტიის და ჰუმან რაითს ვოჩის განცხადებით, მალიში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები
მალის არმია და მეამბოხეები უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, კლავენ და აწამებენ ხალხს. ეს განცხადება დღეს საერთაშორისო ამნისტიის და ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ძალადობა მალის ჩრდილოეთში გავრცელდა, რომელიც თუარეგის ტომის სეპარატისტული მოძრაობის სამშობლოა. ჰუმან რაითს ვოჩის განცხადებით, მალის არმიის შავკანიანი ჯარისკაცები თუარეგის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელბს სცემენ და ძარცვავენ.
სამთავრობო არმიის ჯარისკაცებმა სასტიკად აწამეს 24 მეამბოხე. საერთაშორისო ამნისტიის ინფორმაციით, მალიში საფრანგეთის ჯარების ინტერვენციის შემდეგ ათობით სამოქალაქო პირი მოკლეს და აწამეს. უამრავი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.