მალიში ბრძოლები მიმდინარეობს

საფრანგეთის სამხედრო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ადგილი აქვს შეტაკებებს
მალიში საფრანგეთის სამხედრო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს.
ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, ქალაქ დიაბალის უამრავი ადამიანი ტოვებს და რეგიონის სამხრეთ ნაწილს აფარებს თავს. აღსანიშნავია, რომ მალის ჩრდილოეთ ნაწილი ისლამისტი მეამბოხეების მიერ კონტროლდება. დიაბალიში სატელეფონო ხაზები გათიშულია .
ამ ფონზე, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ საფრანგეთის სამხედრო ძალები 1400 ფრანგი ჯარსიკაცის შემადგებნლობით მალის ტერიტორიაზე იმყოფება. მისი თქმით, მალიში სულ 2500 ჯარისკაცი ჩავა, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებამდე დარჩებიან.