მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, სატელიტურ ფოტოებზე თვითმფრინავის ნარჩენები არ ჩანს
მალაიზიის ოფიციალური პირები უარყოფენ იმ ფაქტს, რომ კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ, დაკარგული თვითმფრინავი რამდენიმე საათი დაფრინავდა. მათი განცხადებით, ჩინეთის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებზე თვითმფრინავის ნარჩენები არ ჩანს.
„მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაციის გამო, მალაიზიის ავიახაზები დაუკავშირდა კომპანიებს როლს როისს და ბოინგს. მათი აზრით, ეს ინფორმაცია არაზუსტია“ - განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ჰიშამუდინ ჰუსეინმა.
მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ-777 რადარებიდან შაბათს, სამხრეთ ჩინეთის თავზე გაუჩინარდა. ლაინერი, რომლის ბორტზე 239 მგზავრი იმყოფებოდა, კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა. ამ მანძილს სამგზავრო თვითმფრინავები ჩვეულებრივ მხოლოდ 2 საათს ანდომებენ.