ბორტზე 239 მგზავრით, თვითმფრინავი კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა
ვაშინგტონი —
მალაიზიელი ოფიციალური პირების განცხადებით, სამგზავრო ავიალაინერის გაუჩინარების დეტალებზე თვითმფრინავის დაკარგვიდან სამი დღის თავზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.
დღეს, მალაიზიის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი აჟარუდინ აბდულ რაჰმანი აცხადებს, რომ მაშველებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ შავი ყუთი, რაც ბოინგ 777-ის რადარიდან გაუჩინარების დეტალებს დააფიქსირებდა.
ავიალაინერი კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერჯერობით არანაირი დამატებითი ინფორმაცია კატასტროფასთან დაკავშირებით არ აქვთ, თუმცა ისინი არც თვითმფრინავის გატაცებას ან შუა გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავის ბორტზე მოპარული პასპორტით რამდენიმე ადამიანის მგზავრობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.