მაკედონიის პრეზიდენტმა გიორგე ივანოვმა პარლამენტი უგულებელყო და ოპოზიციურ პარტიას, ეთნიკური ალბანელების მონაწილეობით ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მანდატზე უარი უთხრა.
გუშინ ივანოვმა თქვა, რომ არავის მისცემს იმის უფლებას, რომ მხარი დაუჭიროს ისეთ პლატფორმას, რომელიც მაკედონიის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და და დამოუკიდებლობას ძირს გამოუთხრის.
ოპოზიციური სოციალ დემოკრატების ლიდერმა ზორან ზაევმა, პრეზიდენტს ბრალი პუტჩის მოწყობაში და მაკედონიის კრიზისისკენ წაყვანაში დასდო.
ივანოვის კონსერვატორებმა დეკემბრის ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციაზე მეტი საპარლამენტო ადგილი მოიპოვა