წლის საუკეთესო ფილმი ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვით პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დაასახელა
Your browser doesn’t support HTML5
ცერემონია გუშინ გვიან ღამით ლოს-ანძჟელესში გაიმართა. „არგო“ წლის საუკეთესო ფილმი გახდა, ხოლო ანგ ლი წლის საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის „ პის ცხოვრება“ რომელიც ფანტაზიური ჟანრისაა.
წლის საუკეთესო ფილმი ყველასათვის მოულოდნელად ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვის რეჟიმით ჰოლივუდს პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ ამცნო.
„არგო“ მოგვითხრობს ექვსი ამერიკელი დიპლომატის ისტორიის შესახებ, რომლებიც ირანის კრიზისის დროს მძევლად ჰყავდათ აყვანილი ირანელებს. გაქცევაში, მათ კანადელი დიპლომატები დაეხმარნენ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სპეც-აგენტებთან ერთად.
ბენ აფლეკისთვის უმაღლესი ჯილდო ამაღელვებელი იყო. იგი ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, პროდუსერი და რეჟისორია. ამ აღიარებისთვის მან მადლობა შემოქმედებით ჯგუფს გადაუხადა.
ბენ აფლეკმა განაცხადა, რომ მადლობას უხდის ფილმის ყველა მონაწილეს, მათ ვინც მუშაობდა მასზე, ასევე კანადას, ირანში მყოფ ადამიანებს რომლებსაც საშინელ პირობებში უწევთ ახლა ცხოვრება
„არგომ“ ოსკარი მიიღო საუკეთესო სცენარის ადაპტირებისა და მონტაჟისათვისაც.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარი მიიღო დენიელ დეი ლუისმა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტის აბრამ ლინკოლნის როლი ითამაშა ფილმში „ ლინკოლნი“ რომელიც სამოქალაქო ომის დროს მონობის წინააღმდეგ იბრძოდა. ფილმა ოსკარი ასევე საუკეთესო დიზაინის გამოც მიიღო.
მსახიობმა მადლობა გადაუხადა ფილმის, ნაწარმოების და სცენარის ავტორს. ასევე ფილმის მთავარ გმირს რომელმაც მასში აღფრთოვანება გამოიწვია.
დენიელ დეი ლუისმა თქვა რომ არსებობს სამი პიროვნება რომელთა დამსახურებაცაა ეს ჯილდო. ტონი კუშნერი, მათი გუნდის კაპიტანი, სტივენ სპილბერგი და არაჩვეულებრივი გონებისა და სულის პატრონი აბრაამ ლინკოლნი
სპილბერგმა წელს ვერ მოიპოვა ოსკარი. ჯილდო წილად ხვდა ანგ ლის, რომლის ფილმმა „ პის ცხოვრება“ ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის, ვიზუალური ეფექტებისთვის და ორიგინალური გადაწყვეტისთვის დაიმსახურა.
ეს ფილმი არის ამერიკელების და ტაივანელების ერთობლივი ნამუშევარი და მოგვითხრობს ინდიელი ბიჭის შესახებ, რომელიც ხაფანგში მოექცევა ვეფხვთან ერთად. ლიმ კონოაკადემიას მადლობა სამ ენაზე გადაუხადა.
ქვენტინ ტარანტინოს ფილმში „ბორკილახსნილი ჯანგო“ მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ქრისტოფერ ველსმა ოსკარი მიიღო. ველსმა მადლობა მთავარი გმირის ხასიათის შექმნისთვის და ფილმისთვის რეჟისორს გადაუხადა.მან აღნიშნა, რომ უზომოდ მადლიერია ფილმის რეჟისორის კინგ შულცის და რათქმ აუნდა შემქმნელის, შემოქმედის და მსოფლიოს უდიდესი ინსპირატორის ქვენთინ ტარანტინოსი.
ტარანტინომ ოსკარი ორიგინალური სცენარისთვის მიიღო.
ჯენიფერ ლორენსმა ოსკარი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაიმსახურა რომანტიკულ კომედიურ-დრამაში „ვერცხლისფერი პიესები“. ენ ჰეთევეიმ კი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ საბრალონში“ , სადაც იგი მეძავის როლს ასრულებს.
სამადლობელ სიტყვაში მან აღნიშნა რომ ეს იყო კონკურენტული წელი ამ ნომინაციისთვის.
„ დიდი მადლობა კინოაკადემიას ამ ნომინაციაზე ჰელენ ჰანტთან, ჯაკ ვეივერთან, ემი ადამსთან და სელლი ფილდთან ერთად წარდგენისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო.“
ფრანგულენოვანმა ფილმა „ სიყვარული“ რომელიც ხანშიშესული ავადმყოფი წყვილის შესახებ მოგვითხრობს ოსკარი საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მიიღო.
ბრიტანელმა მეგა-ვარსკვლავმა ადელმა ოსკარი დაიმსახურა ფილმში “ოპერაცია-სქიფოლი“ იგივე ჯეიმს ბონდის ბოლოს სერიაში ორიგინალური სიმღერისთვის. ეს სიმღერა მან ცერემონიაზე ცოცხლად შეასრულა.
დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში საუკეთესოდ აღიარეს შვედურ-ბრიტანული „Searching for sugar man”. და ასევე თინეიჯერი მსახიობი ლათინური ამერიკიდან ინოსენტი დაჯილდოვდა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნისთვის. „კომენდანტის საათი“ - ფილმი დეპრესირებულ ადამიანზე, რომელიც ზრუნავს მცირეწლოვან ძმისშვილზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა.
ოსკარების დაჯილდოვების ცერემონია ამერიკის კინოაკადემიის წლის ყველაზე მთავარი მოვლენაა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. წელს დაჯილდოვების საიუბილეო 85 ცერემონია გაიმართა.