ლონდონში ოლიმპიადა პარასკევს იხსნება

A sign is displayed in the Olympic Park, referencing the approaching 2012 London Olympics, July 21, 2012, in London.

ოლიმპიურ თამაშებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელეარხები გადასცემენ

ლონდონი ემზადება 10,000 სპორტსმენის და ასი ათასობით სტუმრის მისაღებად. ოლიმპიურ თამაშებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელეარხები გადასცემენ.

ოლიმპიადის ორგანიზატორებს არაერთი პრობლემის გადალახვა მოუხდათ. ერთერთი მათგანი უსაფრთხოების აგენტთა სიმცირე იყო.
მეორე კი, 1972 წელს ისრაელის დაღუპულ სპორტსმენთა ოჯახებსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დაპირისპირება.

აშშ_ის სახელმწიფო მდივანი შეუერთდა ისრაელის სახლემწიფოს მოთხოვნას, პარასკევის ცერემონიაზე დაღუპული ებრაელი სპორტსმენებისადმი პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოეხატათ, თუმცა ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევას არა გახსნის ცერემონიაზე არამედ ცალკე გაიხსენებენ.

ოლიმპიადის საზეიმო ცერემონიალი რეჟისორმა დენი ბოილიმ დადგა. აღლუმს ბერძენი სპორტსმენები გახსნიან და ბრიტანელები დაასრულებენ.