დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეების მდივანი ამბერი რუდი ამბობს, რომ გაერთიანებულ სამეფოს მზად ექნება პასუხი, როგორც კი გამომძიებლები გახსნიან ყოფილი ჯაშუშის მკვლელობის მცდელობის საქმეს და გაირკვევა თუ ვინ დგას მის უკან.
ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი „ბრიტანეთი რბილად არ უპასუხებს სხვა ქვეყნის აქტივობას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა რუდმა. „ჩვენ ვიცით, რომ ზომები უნდა იქნას მიღებული, ჩვენ მივიღებთ ამ ზომებს“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მომხდარზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მტკიცედ უპასუხებს ნებისმიერი მთავრობის პასუხისმგებლობას მკლელობის მცდელობაში.
"ჯერჯერობით უნდა გამოიკვეთოს მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის პასუხისმგებლობას აჩვენებს, შემდეგ მისი უდიდებულესობის მთავრობას ექნება შესაბამისი და მტკიცე პასუხი", თქვა მან.
ბრიტანეთის ანტიტერორისტული სამსახურის განცხადებით სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი ქალაქ სალისბურში ნერვული აგენტის მეშვეობით მოწამლეს.
პოლიციის ოფიცერი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი გამოცხადა სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ბრიტანელი კანონმდებლები მთავრობას სთხოვენ დაიწყოს იმ 10-ზე მეტი საეჭვო სიკვდილის გამოძიება, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკანსკნელ პერიოდში მოხდა. ეს საქმეები, დიდი ალბათობით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს უკავშირდება.
66 წლის სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ამ წუთებში საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში არიან და ორივე სიცოცხლისთვის იბრძვის. ისინი სავაჭრო ცენტრში სკამზე უგონო მდრომარეობაში იპოვეს. შიდა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ანალიზის შემდეგ, ბრიტანეთის პოლიცია საეჭვო ქალს და მამაკაცს ეძებს.
ტოქსიკოლოგიის ანალიზის თანახმად, მამა-შვილი ერთი და იგივე ნივთიერებით არის მოწამლული, რამაც მათი “კატასტროფული” მოწამლვა გამოიწვია. თუმცა, ნივთიერების სახეობა ამ დრომდე უცნობია.