ლონდონის ხანძრის შემდეგ ბრიტანეთში სამშენებლო მასალებს იკვლევენ

This handout image received by local resident Natalie Oxford early on June 14, 2017 shows flames and smoke coming from a 27-storey block of flats after a fire broke out in west London.

ბრიტანეთის მთავრობის გათვლებით, დაახლოებით, 600-მდე მრავალსართულიანი შენობაა იგივე მასალებით დამზადებული, რითაც გრენფელ თაუერი -გასულ კვირას ლონდონში დამწვარი შენობა.

14 ივნისს ბრიტანეთის მთავრობამ მსგავსი საცხოვებლების მფლობელებს სთხოვა შესასწავლად გასაკრავი მასალების ნიმუშები გამოეგზავნათ.

დღევანდელი მონაცემებით, სულ მცირე, სამი მრავალსართულიანი შენობის დიზაინში აალებადი მასალაა გამოყენებული. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, მთავრობა დღეში, დაახლოებით, 100 შენობას შეამოწმებს.

ლონდონში გასულ კვირას მომხდარი ხანძრისას 79 ადამიანი დაიღუპა. როგორც სახლის გადარჩენილი მაცხოვრებლები ამბობენ, 1974 წელს აგებულ სახლში ცეცხლი იიაფფასიანმა მასალამ გამოიწვია, რომლითაც სახლი ახლახან განაახლეს.