მკვლევარები ფიქრობენ, რომ ევროპაში ფართომასშტაბიანმა შეზღუდვებმა, მათ შორის, სავაჭრო ობიექტებისა და სკოლების დახურვამ, იმდენად შეამცირა კოვიდ-19-ის გავრცელების დონე, რომ მისი კონტროლი შესაძლებელი გახდა. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით 3 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების თავიდან აცილება მოხერხდა.
ასევე ნახეთ: კოვიდ19-ით 600 მედდა დაიღუპა და 450 000 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი დაინფიცირდალონდონის „Imperial College”-ს მკვლევარებმა, 11 ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შესაწავლით შექმნეს მოდელი, რომლის მიხდევითაც ასკვნიან, რომ დრაკონული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნებმა, ძირითადად, მარტში გადადგეს, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ იყო.
მკვლევართა ჯგუფი ფიქრობს, რომ მაისის დასაწყისში, 11 შესწავლილ ქვეყანას, როგორიცაა - ავსტრია, ბელგია, ბრიტანეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია, ჯამში 12-დან 15 მილიონამდე ინფიცირებული ჰყავდა.
კვლევის მეთოდით და გარდაცვალების მაჩვენებლების შედარებით ირკვევა, რომ თუ ევროპის ქვეყნები სხვადასხვა შეზღუდვებს არ დააწესებდნენ, დამატებით, საშუალოდ 3.1 მლნ. ადამიანი გარდაიცვლებოდა.
აშშ-ში ჩატარებული სამეცნიერო კვლევით კი ირკვევა, რომ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში, საფრანგეთსა და აშშ-ში გავრცელების შესაკავებლად გატარებულმა პოლიტიკამ, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 530 მილიონი შემთხვევის პრევენცია, ან დაგვიანება გამოიწვია.