UNWTO-ს ახალი ელჩი: პოლოლიკაშვილმა ლიონელ მესი დაითანხმა

ზურაბ პოლილიკაშვილი და ლიონელ მესი ბარსელონას "კამპ ნოუზე"

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი, „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი, 30 წლის არგენტინელი ლიონელ მესი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საპატიო ელჩი გახდა. ეს ინიციატივა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს ეკუთვნის.

ქართველ დიპლომატი, რომელიც UNWTO-ს 2018 წლის იანვრიდან მართავს, არგენტინელ ვარსკვლავს 7 აპრილს, „კამპ ნოუზე“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის მატჩის შემდეგ შეხვდა. ამ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „ლეგანესი“ 3-1 დაამარცხა, კატალონიურ გრანდში სამივე გოლის ავტორმა არგენტინელმა მესიმ კი ქართველი პოლოლიკაშვილისგან საპატიო ელჩის ოფიციალური მოწმობა მიიღო.

„ბარსელონას“ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუსთან ერთად

ცერემონიაში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ფლორეტაც მონაწილეობდა, რომელმაც პოლოლიკაშვილს UNWTO-ს აბრევეატურით კატალონიური გრანდის მაისური გადასცა.

ორმხრივი შეთანხმებით, არგენტინელი ვარსკვლავი მსოფლიო ტურიზმისა და მდგრადი განვითარების მიზნებს პოპულარიზაციას გაუწევს. თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა UNWTO-სა და „ბარსელონას“ შორისაც, რომელიც ფეხბურთის გარდა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 11 კლუბს აერთიანებს. გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩმა ლიონელ მესიმ ახალის სტატუსის გამო კატალონიურ TV 3-ს უთხრა:

როდესაც ვმოგზაურობ, საშუალება მეძლევა, სხვადასხვა კულტურას და საზოგადოებას გავეცნო. მჯერა, მსოფლიოს შეცნობის გზები კიდევ უფრო გამდიდრდება, მას შემდეგ რაც UNWTO-ს მისიაში ჩავერთვები"
ლიონელ მესი, არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ვარსკვლავი

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, გაეროს ეგიდით ტურიზმის განვითარებისთვის მუშაობს და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვმოგზაურობ, საშუალება მეძლევა, სხვადასხვა კულტურას და საზოგადოებას გავეცნო. მჯერა, მსოფლიოს შეცნობის გზები კიდევ უფრო გამდიდრდება, როცა ახალ მისიაში ჩავერთვები“

„მესი უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენი“ - ასე გამოეხმაურა არგენტინელი ვარსკვლავის თანხმობას შეერთებოდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიზნებს ზურაბ პოლიკიკაშვილი, რომელიც ფეხბურთის დიდი ფანია. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ ახლო ურთიერთობა მან ჯერ კიდევ ესპანეთში პირველი ელჩობის (2006-2009) დროს დაამყარა.

თბილისის "დინამოს" გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა (2006) და ეკონომიკის მინისტრის (2010) თანამდებობზე მუშაობის შემდეგ, 2011-12 წლებში, პოლოლიკაშვილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ გენერალურ დირექტორადაც იმუშავა, იმ პერიოდში, ქართული ფეხბურთის ფრაგმანში მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე ლეგიონერი სწორედ ესპანეთიდან მიიწვია.

2012 წელს, დიპლომატიურ სამსახურს კვლავ ესპანეთში საქართველოს ელჩის სტატუსით დაუბრუნდა, 2017 წლის მაისში კი UNWTO გენერალური ასამბლეის სესიაზე, პოლოლიკაშვილი გახდა პირველი ქართველი, რომელიც ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველად 2021 წლამდე აირჩიეს. მან არჩევნებში სამი ხმით ზიმბაბვეს ტურიზმის მინისტრს აჯობა.

გერმანიის კანცლერთან შეხვედრა UNWTO-ს გენმდივნის რანგში

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია შტაბ-ბინით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, გაეროს სპეციალური ორგანოა და დღეისათვის 156 ქვეყანას აერთიანებს. UNWTO-ს მთავარი მიზნები: საერთაშორისო ტურიზმის განვითარება, კულტურული კავშირების გაღრმავება, ტურიზმის სტატისტიკის შეგროვება-გაცვლა და დარგის მეცნიერული კვლევაა.

ლიონელ მესისთან შეხვედრამდე ზურაბ პოლოლიკაშვილი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ზრდას მაღალი შეფასება მისცა:

გამომდინარე იქედან რომ ტურიზმი სამუშაო ადგილების შექმნის რეცეპტია, უზომოდ მახარებს საქართველოს ტურისტული სექტორის 27%-იანი ზრდა 2017 წელს, ასეთი მაჩვენებელი არათუ რეგიონში, მთელ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია"
ზურაბ პოლილიკაშვილი, UNWTO-ს გენერალური მდივანი

„გამომდინარე იქედან რომ ტურიზმი სამუშაო ადგილების შექმნის რეცეპტია, უზომოდ მახარებს 2017 წელს, საქართველოს ტურისტული სექტორის 27%-იანი ზრდა. ასეთი მაჩვენებელი არათუ რეგიონში, მთელ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია და მართლაც სანიმუშო შედეგია.“

არგენტინის ნაკრებისა და ესპანური „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლიონელ მესი მესამეა ვარსკვლავია ფეხბურთის სფეროდან, რომელსაც ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს იდეების პოპულარიზაციის მიზნით უხმო. იანვარში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საპატიო ელჩის წოდება ასევე ლეგენდარულ ესპანელ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკესა და წარსულში მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავს ფერნანდო იეროს მიანიჭა.

ვისენტე დელ ბოსკეს და ფერნანდო იეროს UNWTO-თან დაკავშირებაც პოლოლიკაშვილის სახელ უკავშირდება