აფეთქება ბეირუთის გარეუბანში მოხდა
ლიბანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხუთშაბათს, ბეირუთის გარეუბანში ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-დე გაიზარდა. აფეთქების ადგილზე გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება.
ჰეზბოლას მოწინააღმდეგე ისლამურმა ჯგუფმა, რომელიც თავს აიშას ბრიგადებს უწოდებს, საკუთარ თავზე აიღო ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა. ეს მოხდა გარეუბანში, რომელიც ცნობილია როგორც რუეისი, ლიბანის შიიტური საბრძოლო ჯგუფ ჰეზბოლას საყრდენი პუნქტი.