ქალაქ სირტეს 80% გარდამავალი საბჭო აკონტროლებს

ქალაქ სირტეს 80% გარდამავალი საბჭო აკონტროლებს

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს მტკიცებით ისინი უკვე სირტეს 80 პროცენტს აკონტროლებენ.

უკანასკნელ დღეებში მათ მნიშვნელოვან საბრძოლო წარმატებებს მიაღწიეს. გუშინ გარდამავალმა ხელისუფლებამ კადაფის მშობლიურ ქალაქში პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავა. რამდენიმე დღის წინ კი მთავარი საავადმყოფო, უნივერსიტეტი და საკონფერენციო ცენტრი დაიპყრო. ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგეთა მთავარ საკონტროლო პუნქტს წარმოადგენდა.

ქალაქის დარჩენილი ნაწილებისთვის სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მხარდამჭერები გააფთრებით იბრძვიან.

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს განცხადებით სირტეს სრული კონტროლის შემთხვევაში მათ საშუალება მიეცემათ ლიბიის გათავისუფლება ოფიციალურად გამოაცხადონ.