ინციდენტი ლიბიაში

ამერიკის საკონსულოზე თავდამსხმელებს გაქცევა მოუწიათ

ლიბიაში, ასობით დემონსტრანტმა ბენღაზიში განლაგებულ ისლამური ექსტრემისტული ჯგუფის შტაბზე შტურმი მოაწყო. დემონსტრანტები აშშ-ის ელჩისა და მისი სამი თანამშრომლის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

ანსარ ალ შირაჰის მეამბოხეთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ჰაერში გასროლა მოუწია, რათა დაეშალა შეკრებილი ხალხი. თუმცა, მოგვიანებით შტაბში მყოფ შეიარაღებულ პირებს შენობის დატოვება მოუწიათ. ზემოხსენებულ დაჯგუფებას 11 სექტემბერს, ბენღაზიში ამერიკულ საკონსულოზე თავდასხმაში ედებათ ბრალი.