ძალადობა ლიბიაში

ბენღაზიში შაბათს დემონსტრანტებსა და ლიბიის ჯარის დაქვემდებარებაში მყოფ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა. დაიღუპა სულ ცოტა 25 ადამიანი, არიან დაჭრილებიც.
ბენღაზის ცენტრალური საავადმყოფოს პერსონალის განცხადებით, შაბათს საღამოს მომხდარი შეტაკებიდან რამდენიმე საათში, პროზექტურაში 25 გვამი მიიტანეს. ასევე არის 50-მდე დაჭრილიც.
როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ვითარების დაძაბვა დემონსტრანტების ლიბიის ე.წ. "ფარის" ბრიგადის სამხედრო ბაზაზე შეჭრას მოჰყვა. ბრიგადა ძირითადად დაკომპლექტებულია იმ მეომრებით, რომლებიც მუამარ კადაფის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ.