ამერიკელი მაღალჩინოსანი დიპლომატის განცხადებით, ლიბიელი ამბოხებულების გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ მიიღო პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეთავაზება ვაშინგტონში წარმომადგენლობის ოფისის გახსნის შესახებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა ლიბიელი ამბოხებულების მთავარ ქალაქ ბენღაზიში ვიზიტისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატები აღარ აწარმოებს საუბარს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მთავრობასთან. მისი თქმით, ვაშინგტონი ლიბიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად ოპოზიციის საბჭოს განიხილავს.