დღეს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აფრიკის ქვეყნებს ლიდერები ამბოხებულთა მეთაურებს ხვდებიან. აფრიკის ლიდერების ლიბიაში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაა. ისინი უკვე შეხვდნენ ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა. აფრიკის კავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები ითვალისწინებს მთავრობას და ამბოხებულებს შორის მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაწყებას, უცხო მოქალაქეთა დაცვას და მშვიდობიანი მოსახლეობთსვის ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ მიწოდებას. ლიბიაში ვიზიტი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ შეაფასა:
„მე ვფიქრობ საკმარისი იქნება თუ ვიტყვი, რომ ლიბიის ლიდერმა და მისმა დელეგაციამ მიიღეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ვითარების დარეგულირების საგზაო რუკა“
ზუმამ ასევე ნატოს სარდლობას ლიბიაზე საჰაერო დარტყმების შეჩერებისკენ მოუწოდა.